აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის საშემოდგომო სესია დაიხურა

18 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა:

 

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალური სოლიდარობის აქციის 2021 წლის ბოლომდე გაგრძელების თაობაზე;

2. 2020 წლის საშემოდგომო სესიის დახურვა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წინადადებას სოციალური სოლიდარობის აქციის 2021 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions