მიგრანტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია

 

18 დეკემბერს 20 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია. კონფერენცია მიგრანტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ფონდი „დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის“, ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრი, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული სამედიცინო ცენტრი.

 

ონლაინ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და მიმდინარე გამოწვევებზე იმსჯელეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ქართველმა ექიმებმა,  რომლებიც დასაქმებული არიან ამერიკისა და ევროპის ჯანდაცვით სტრუქტურებში, კერძოდ, ნიდერლანდების სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, აგრეთვე ისრაელსა და თურქეთში.

 

კონფერენციას მიესალმნენ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი დავით ფაცაცია.

 

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ და ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აგრეთვე სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა.

 

ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა თიკა სვანიძე-ვენკომ, მიესალმა რა კონფერენციის მონაწილეებს, განახორციელა ფონდის წარდგენა, მიმოიხილა ფონდის საქმიანობის სფეროები, ისაუბრა კონფერენციის მიზნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

თანამედროვე მსოფლიო რეალობის გათვალისწინების ფონზე მსჯელობის მთავარი აქცენტები გაკეთდა ჯანმრთელობისა და ეკონომიკის საკითხებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დიასპორაში მყოფი ემიგრანტებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავების აქტუალურ საკითხებზე,  შავიზღვისპირეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის პრობლემებზე,
Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions