წინასაახალწლო ნობათი რამდენიმე ათეულ დევნილ ოჯახს გადაეცა


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ახალი წლის წინა დღეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს ეწვივნენ და საახალწლო ჰუმანიტარულ დახმარება გადასცეს.



უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ბორჯომის  მე-6 არასრულ საჯარო სკოლას ესტუმრა და სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაუტანა.

 

ქუთაისში, ხობსა და ზუგდიდში რამდენიმე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ოჯახს და შშმ პირებს დეპუტატი ჯემალ საჯაია შეხვდა და საახალწლო ამანათები გადასცა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვახტანგ ყოლბაიამ და თემურ მჟავიამ თბილისში მცხოვრები ხანდაზმულები, მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველები მოინახულეს.

 

ჯამში დღეს, უმაღლეს საბჭოში მოქმედმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ „სოციალური სოლიდარობისთვის“  რამოდენიმე ათეული ამანათი გასცა და ამით მთლიანად ამოწურა ამ წლის ჰუმანიტარული აქციისთვის შემონახული სახსრები.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ქველმოქმედებას ახალი წლიდან კვლავ გააგრძელებენ. როგორც ცნობილია, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უკვე ტრადიციად ქცეული დევნილ თანამოქალაქეთა დახმარების ჰუმანიტარული აქცია, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრობლების ინიციატივით, მათივე ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება. გადაწყვეტილება მიღებულიქნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.

პანდემიის პირობებში, სურსათის დარიგება, როგორც აქამდე, მომავალშიც რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით განხორციელდება.

(იხილეთ ვიდეო https://youtu.be/oShKG4H16xw)








Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions