დღეს ხარების დიდი საუფლო დღესასწაულია

ხარების დიდი დღესასწაული  კაცობრიობის ხსნის დასაწყისად ითვლება. ამ დღეს ღვთის საიდუმლო გაცხადდა. ქალწულ მარიამს უფლისაგან გამოგზავნილმა  მთავარანგელოზმა გაბრიელმა სწორედ ამ დღეს  ახარა, რომ ის  იესო ქრისტეს - ღვთის ძეს შობდა, რომელიც კაცობრიობის გადასარჩენად, ადამიანთა სიყვარულით მათ ცოდვებს იტვირთავდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, გილოცავთ ხარების ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს. უპირველესად ჯანმრთელობას, სამყაროს თავსდატეხილი კორონა ვირუსის დამარცხებას, ღვთისგან მომადლებულ ურთიერთსიყვარულს, ერთურთის გულშემატკივრობას და გაერთიანებულ, მშვიდობიან, ყოველმხრივ გაძლიერებულ საქართველოში უსაფრთხო და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions