სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, იმსჯელეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი წარმოადგინა.
პლენარულმა სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება და კენჭი უყარა კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებასა და მისი საერთო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნას. კომისიის ხელმძღვანელად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ხოლო კომისიის წევრებად - ვახტანგ ყოლბაია, თემურ მჟავია, რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ზურაბ მებონია, გიორგი გვასალია და თამაზ სანიკიძე დაამტკიცეს.