უმაღლეს საბჭოში კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის წევრებმა კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

 

პირველი დეკემბრიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს  მოუწევთ კოვიდპასპორტების, ან პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ცალკეულ თანამშრომელს, რომელსაც   სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია აცრისა და პისიარ-ტესტის გაკეთება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურად მოუწევს.




Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions