2011 წლის 18 სექტემბერს ქ.თბილისში გაიმართა მშვიდობის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა საზეიმო მარში ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა, ქ.თბილისის მუშტაიდის პარკის დირექცია, არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის”, „საყოველთაო მშვიდობის ფედერაცია”, კულტურათაშორისი ურთიერთობის ფონდი „მომავალი ვარსკვლავები”.
საზეიმო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა და მათმა მშობლებმა. საზეიმო მარშის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.
ღონისძიების მონაწილეებმა თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურეს მხარდაჭერა გაეროს მშვიდობის დაცვის დეკლარაციისადმი. ზეიმის მონაწილეებისათვის მუშტაიდის პარკის თეატრონში გაიმართა კონცერტი. ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები.