ჯემალ გამახარია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვას დაესწრო

23 ნოემბერს ქართული ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საეკლესიო მსახურება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება.


































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions