აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 28 დეკემბერს ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.


სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 27 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც თბილისში მდებარე სასტუმრო აკადემიურის (რამაზ ჩხიკვაძის #10) კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
























































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions