უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დახურვისა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ზოგიერთი პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე.
კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა.
დეპუტატებმა კიდევ ერთხელ განიხილეს კომიტეტების საქმიანობისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მოთხოვნების სრულყოფილად შესრულების ცალკეული საკითხები.
სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.