აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა


2 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და რიგგარეშე პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

„სოხუმის“ საერთაშორისო აეროპორტის  საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე “რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შეტანის შესახებ“.

პირველ ორ საკითხთან დაკავშირბით პრეზიდიუმმა კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში აღნიშნული საკითხების განხილვის  გრაფიკები.

მესამე საკითხთან დაკავშირებით ჯემალ გამახარიამ პრეზიდიუმს მოახსენა, რომ საკითხი მომზადებულია პლენარულ სხდომაზე გასატანად, ჩატარებულია რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, და კენჭისყრაზე აყენებს წინადადებას. მიღებულია გადაწყვეტილება საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანის შესახებ.

პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ, გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს აღნიშნული დადგენილება, ისაუბრეს სოხუმის აეროპორტისა და რკინიგზის  საკითხებზე, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, ამ პროცესების უარყოფით გავლენაზე გალის ქართული მოსახლეობასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვახტანგ ყოლბაია, თეიმურაზ მჟავია, ანზორ წოწონავა, თამაზ ხუბუა, ელგუჯა გვაზავა, რუდიკ ცატავა, ეთერ ასტემიროვა.

საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კენჭისყრით ერთხმად მიიღეს დადგენილება „სოხუმის“ საერთაშორისო აეროპორტის  საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე“ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“.

შემაჯამებელ სიტყვაში ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას და ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ისე ჩვენი მხრიდან  გაკეთებულია განცხადებები, ჩატარდა ბრიფინგი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, დადგენილების მომზადებაში ჩართულ ყველა მონაწილეს და დასძინა, ეს დოკუმენტები წინ დახვდება იმას, ვინც საქართველოს ნების წინააღმდეგ მოქმედებს, ხოლო ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ამ მიმართულებით.

სხდომები, რომლებსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება









Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions