27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, ის რჩება უდიდეს ტრაგედიად საქართველოს უახლეს ისტორიაში. 1992-1993 წლების რუსეთის ინსპირირებით და უშუალო მონაწილეობით მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი პირის სიცოცხლე შეეწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის და დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების ხსოვნას და გმირთა მემორილი ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.
სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა
https://youtu.be/jmC658wI3BU