ჟიული შარტავას დაღუპვის 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საღამო გაიმართა


დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზეთში დაღუპული პირველი ეროვნული გმირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჯიული შარტავას დაღუპვიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჟ.შარტავას სახელობის კვლევით-სამეცნიერო ცენტრს მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ გადაეცა ჟ. შარტავას სკულპტურა, ჟ. შარტავას ოჯახმა  ცენტს გადასცა ცნობილი ჟ. შარტავას პორტრეტის ასლი. კვლევით-სამეცნიერო ცენტს აგრეთვე გადაეცა ჟ. შარტავას სახელობის მწვერვალის ნახატი და ამ მწვერვალზე დამონტაჟებული ჟ. შარტავას სახელის აღმნიშვნელი თილმისის ასლი.

გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობდნენ თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ჟ. შარტავას მეგობრები, ჟ. შარტავას სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ ყოლბაია, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე პროფესორი ზურაბ ჯიბლაძე.










Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions