აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

დეპუტატებმა მოისმინეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საქველმოქმედო ორგანიზაციის ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც ფონდის დირექტორმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ წარმოადგინა.

მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. მათ მაღალი შეფასება მისცეს ფონდის ხელმძღვანელისა და საქველმოქედო ღონისძიებების მომზადებაში უშუალოდ ჩართული პირების საქმიანობას. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მათთან ერთად ფონდის წარმატება გახლავთ მთლიანად უმაღლესი საბჭოს კოლექტივის დამსახურება. მისი თქმით გარდა ჰუმანიტარულისა ამ საქმიანობას პოლიტიკური და სოციალური  დატვირთვა გააჩნია, რადგან ამგვარ შეხვედრებზე ყველანაირ საჭირბოროტო საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. ხდება ახალი თაობის გაცნობა, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ სწავლაში და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არსებობს.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია. დაისახა სამომავლო მოქმედების გეგმები.

პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია. სხდომას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, კომიტეტების აპარატების უფროსები, აპარატის თანამშრომლები.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions