უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

მიმდინარე წლის 6 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსი თეა ზუხბაია, პოლიტიკის დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს პირველი კატეგორიის სპეციალისტი დალი დგებუაძე და პოლიტიკის დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს მეორე კატეგორიის სპეციალისტი ნონა მორგოშია  უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

 

რუდიკ ცატავამ ქალბატონებს მიულოცა ქალთა დღესასწაულები. მადლობა გადაუხადა მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომლებს შრომისა და გაწეული მუშაობისათვის და გააცნო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ. მან მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და  ბატონ რუდიკ ცატავას სამინისტროს თანამშრომელთა ღვაწლის დაფასებისათვის.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, მინისტრის მოადგილეები, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტისა და სამინისტროს აპარატის წევრები.











































































































































































































































































































 







































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions