7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარატავას დაბადების დღეა

7 მარტს საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაუაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა და ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს,  მთავრობისა და ჟიული შარტავას საზოგადოების წევრებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და წარმომადგენლებმა, მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და თანამებრძოლებმა პატივი მიაგეს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარის  ჟიული შარტავას ხსოვნას და მისი საფლავი და გმირთა მოედანზე მდებარე ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს.


1993 წლის 27 სექტემბერს  სეპარატისტებმა მუხანათურად გამოასალმეს სიცოცხლეს ქართულ - აფხაზური თანაცხოვრებისა და მეგობრობის აქტიური მოამაგე და აფხაზი ხალხის დიდი მეგობარი ჟიული შარტავა.


ჟიული შარტავას სიცოცხლეს მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები არ განსაზღვრავს. მან თავისი მოღვაწეობით და ცხოვრებით მარადიული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ერის წარსულში, აწმყოსა და მომავალში!

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარატავას დაბადების დღეა
https://youtu.be/3LHdeELANoE

პირველ ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა
https://youtu.be/fr_v8v8xGh8













Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions