ჯემალ გამახარია ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

7 მარტს საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების ინიციატივით საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.


ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

„როდესაც ჟიული შარტავა დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ, ყველამ აღიქვა, როგორც ძალიან დიდი იმედი, გადარჩენის ერთ-ერთი გზა და საშუალება, რადგან ჟიული შარტავა აფხაზეთში საომრად არ ჩამოსულა, ის  ჩამოვიდა იმისთვის, რომ მშვიდობა დაემყარებინა.

 

ჟიული შარტავა ცხოვრებაშიც გმირი იყო. ყველა სისტემის დროს სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ სახელწმიფო ინტერესი ყოველთვის იდგეს კერძო, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა. ამის ნათელი მაგალითი იყო ჟიული შარტავა და სწორედ ამიტომ ენდობოდა და პატივს სცემდა ყველა.


ჟიული იყო ადამიანი, რომელსაც უნდოდა მშვიდობა. ქართული სახელმწიფოს პოლიტიკაც აფხაზებთან მიმართებით მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებაა.  ჟიული შარტავა აღარ არის  ცოცხალი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვცდილობთ მისი იდეების განხროციელებას. მისი სახელი დღესაც  სახელმწიფოს ემსახურება და  აგრძელებს მის მშენებლობასა და წარმატებაში მონაწილეობას“. - ჯემალ გამახარია.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა და ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ (გიორგი) კაციამ, აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  თავმჯდომარე როინ მეტრეველმა,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ,   ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.

 

“ჟიული შარტავამ ყველასაგან  გამორჩეული ხელმძღვანელის, სიტყვისა და საქმის ერთგული კაცის სახე შექმნა ქართულ სინამდვილეში. 1993 წლის ივლისში დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვნელად. ჟიული შარტავა ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელიც აფხაზეთს სჭირდებოდა. ქართველებიც და აფხაზებიც მის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიებით იყვნენ განწყობილნი და მისმა ჩასვლამ სოხუმში ყველას გაუჩინა იმედი, რომ შეიძლებოდა მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეცვლილიყო. ისიც სწორედ ამ სურვილით ჩავიდა სოხუმში, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მას ჰქონდა წარმოდგენილი. მიუხედავად მცდელობებისა და ბრძოლისა აფხაზეთში ომი დაესრულებინა და მშვიდობა დაემყარებინა, მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა“. - ვახტანგ ყოლბაია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები,  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა,  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე,  აფხაზეთის ომის ვეტერანები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და კოლეგები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას  ფოტოების გამოფენა.


ჯემალ გამახარია ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
https://youtu.be/epGIKEMXSzU

















 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions