ჯემალ გამახარია ჟიული შარტავას სახელობის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

14 მარტს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში გაიხსნა  ჟიული შარტავას სახელობის მემორიალური დაფა, რომელზეც აღნიშნულია, რომ ამ შენობაში 1972-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს პირველი ეროვნული გმირი ჟიული შარტავა.

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ მემორიალური დაფა  საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად გახსნა.

„დღევანდელი დღე ჟიული შარტავას საზოგადოებისთვის არის ძალიან საპატიო და მნიშნელოვანი. დღეს იმ შენობაში, სადაც ჟიულიმ თავისი ახალგაზრდობა გაატარა, ვხსნით მის სახელობის მემორიალურ დაფას, რაც კიდევ ერთხელ უკვდავყოფს ეროვნული გმირის სახელს.“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

როგორც მან განაცხადა, ჟიული შარტავამ თავის მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართველი ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტში, რადგან ბატონი ჟიული მოღვაწეობის მთავარი ნაწილი იყო ახალგაზრდა სპორტსმენებთან მუშაობა. ჟიული შარტავას საზოგადოება თავს ვალდებულად თვლის, დღევანდელ ახალგაზრდობამდე მოიტანოს ყველაფერი ის, რაც მას გაუკეთებია და მსგავსი ღონისძიებებით სამუდამოდ უკვდავყოს მისი სახელი.“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, კოლეგები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ჯემალ გამახარია ჟიული შარტავას სახელობის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს დაესწრო
https://youtu.be/wFR0zdqZtJo

















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions