თამაზ ხუბუამ სამუშაო თათბირი გამართა

11 აპრილს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველ მოადგილესთან ბატონ თამაზ ხუბუასთან გაიმართა თათბირი აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდების წარმომადგენლებთან შეხვედრის მოსამზადებლად ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

 

თათბირზე მოსმენილ იქნა მოსაზრებები შეხვედრაში მონაწილეთა თვისობრივი, რაოდენობრივი და სოციალური წარმომადგენლობის ობიექტურად შერჩევის კონფერენციის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფის, ახალგაზრდობის წარმომადგენელთა მსოფლმხედველობის მათი ინფივიდუალური საქმიანობის ხელმშემწყობი და  ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებული პრობლემების, აფხაზეთის პრობლემატიკის დასარეგულირებლად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ახალგზარდების ჩართულობის ხარისხის მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთების ატმოსფეროს შესაქმნელად. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მომავალ შეხვედრაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობის შესაძლებლობის განხილვას.

თათბირის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსმა ქალბატონმა ნინო კუკავამ, დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ნანა კვარაცხელიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსმა სპეციალისტმა, ქალბატონმა მარინა შენგელიამ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და   პროტოკოლის განყოფილების უფროსმა, ბატონმა თენგიზ გასვიანმა, თავმჯდომარის თანაშემწემ, ბატონმა გიორგი გვასალიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ, ქალბატონმა მაია ჯახაია.

დაიგეგმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრის მიმდინარე წლის მაისში ჩატარება.
































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions