23 მაისს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნება

 

2014 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია) პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23 მაისს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნება
https://youtu.be/v6DKkSHG8vU








Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions