აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან
თავდაპირველად ყურადღება გამახვილდა დევნილთა საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლების აკრძალვაზე,აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის დევნისა და შევიწროების ფაქტებზე, ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობისათვის დანარჩენ საქართველოში მიმოსვლის, ქართულად სწავლების აკრძალვაზე, ოკუპანტისა და სოხუმის რეჟიმის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გასხვისების მცდელობაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობეს, აღინიშნა რომ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება ხდება შერჩევით. შედარებით მაღალი საბაზრო ფასის მქონე კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ფართის დაკანონება მიზანმიმართულად ჭიანურდება.

ჯერჯერობით ვერანაირი შეღავათი ვერ გავრცელდა კერძო სექტორში განსახლებულ დევნილებზე.

არ იხილება დევნილთათვის კომპენსაციის გაწევის საკითხი.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საგრძნობლად შემცირდა ომში დაღუპულთა ოჯახებისა და ომის ვეტერანთათვის სოციალური დახმარების პაკეტი. რაც შეეხება მომუშავე ვეტერანთა ხელფასის საშემოსავლო გადასახდისგან ნაწილობრივ გათავისუფლების ზღვარის გაზრდას, ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენით განიხილეს და მხარიც დაუჭირეს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურდა მესამე მოსმენით მისი დამტკიცება.

სახალხო დამცველი მიესალმა უმაღლესი საბჭოს ინიციატივას სისტემატურად ითანამშრომლონ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოსთან, ვინაიდან ობმუცმენის აპარატი საერთაშორისო დონორების დახმარებით სპეციალურ პროექტებს ანხორციელებს დევნილთა მდგომარეობის მონიტორინგისა და მათი სოციალური უფლებების დასაცავად. 



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება






Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions