მარადიული ხსოვნა მამულიშვილებს

 

 

21 წლის შემდეგ, აფხაზეთში ომის შედეგად დატრიალებულმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი.

 

საკუთარ ქალაქს დაუბრუნდა სამშობლოსათვის თავდადებული, ერთი ოჯახის ოთხი წევრის, ძმების - ვასიკო და ნუკრი წიკლაურების და მათი დისშვილების, ძმების - ზურა და თემურ ზალდასტანიშვილების ცხედრები. ისინი  უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და იმ თვითმფრინავში ისხდნენ, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში  მოწინაამდეგემ დაშვებამდე ააფეთქა.

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბელა ზალდასტანიშვილის ოჯახში, მისი შვილების - 23 წლის ზურა და 25 წლის თემურ ზალდასტანიშვილების და მისივე ძმების  – ვასიკო და ნუკრი წიკლაურების ცხედრებს პატივი მიაგეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს გმირების ოჯახებს, რომელთა შთამომავლობას შეუძლია სამარადჟამოდ იამაყოს მათი უკვდავი სახელებით.

 

ჩვენი საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს მამულიშვილებს, რომლებმაც სამშობლოს სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი - თავიანთი სიცოცხლე მიიტანეს.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions