იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

22 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის თაობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროექტის მიღების შედეგად ახლებურად დარეგულირდება უმაღლესი საბჭოს ჯილდოების განსაზღვრის წესი; უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე აქტიური სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ან უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. პროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე აქტიური სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ან უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის; საპატიო სიგელით და უმაღლესი საბჭოს მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას (კომიტეტების, ფრაქციების, მთავრობის ან სამინისტროების წარდგინებით) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით, ხოლო მადლობის სიგელით, წარმატებულის სიგელით და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იღებს ერთპიროვნულად, პრეზიდიუმთან შეთანხმების გარეშე.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს ანზორ წოწონავამ, მურმან კვარაცხელიამ, თემურ მჟავიამ. მათ აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა აღნიშნულ სიგელებსა და მედლებთან ერთად ფულადი ჯილდოც ყოფილიყო გათვალისწინებული. ამისათვის საჭირო იქნება შესაბამისი ცვლილების შეტანა მომავალი წლის ბიუჯეტში, სადაც უკვე  იქნება ჩადებული საჭირო თანხა.

საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის  საკითხს.

სხდომას, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ესწრებოდნენ ანზორ წოწონავა, ნაპოლეონ მესხია, მურმან კვარაცხელია, ბორის კაკუბავა, თემურ მჟავია.













































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions