Error
  • JFTP::delete: Bad response
problems clearing cache file /home/scaragov/domains/scara.gov.ge/public_html/cache/refTableSQL/49b5727bbc1d3a7405ace2ffc61f13bd
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის თაობაზე;


ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ;


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის დასკვნის შესახებ;


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პროექტის შესახებ;

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესისა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია, დეპუტატები რაისა უბილავა, რაისა ქარაია, ეთერ ასტემიროვა, ზურაბ ჯგუბურია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ჯემალ საჯაია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, ა(ა)იპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკატერინე წივწივაძე, სსიპ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ჯგუბურია, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.


კანონპროექტის შესახებ დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც აგრეთვე უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებს წარმოდგენილი კანონის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა.


კომიტეტმა მოისმინა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების გამოსვლები მათი უწყებების მიერ მოთხოვნილ თანხებთან დაკავშირებით.


კომიტეტის თავმჯდომარემ მათ შესთავაზა გამოსვლის დროს მოყვანილი არგუმენტების წერილობითი ფორმით დაფიქსირება და სამომავლოდ წარმოდგენა.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით თამაზ ხუბუმ აღნიშნა, რომ 24 მაისისთვის დაგეგმილია კომიტეტის ანგარიშის მოსმენა და ამ ხნის განმავლობაში მათ შესაძლებლობა აქვთ დამატება და შენიშვნები წარმოადგინონ კომიტეტში.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარულ სხდომებზე განხილვას.


















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions