აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუას განცხადება


რუსეთის მხრიდან საქართველოს, მიმართ პოლიტიკური, სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული  ექსპანსიის  მცდელობის მორიგი ცინიკური გამოვლინებაა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ინიციატივა  (აქტიურად მხარდაჭერილი რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების მიერ) განახორციელოს აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. “მასშტაბური არქეოლოგიური პროექტი”, რაც ითვალისწინებს აგვისტოს თვეში ქ.ოჩამჩირეში არქეოლოგიური გათხრების დაწყებას.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ტემპებით და მეთოდებით მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების, ფრესკებისა და წარწერების განადგურება, რომლებიც მიუთითებენ ამ რეგიონის საქართველოსათვის მიკუთვნებას, ადვილი მისახვედრია, რა მიზანს ისახავს აფხაზი სეპარატისტებისა და მათი მფარველების ეს ვერაგული წამოწყება.

ცხადია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კონფლიქტური რეგიონების მიმართ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას “ამტკიცებს” მსგავსი ქმედებებით, მაგრამ განსაკუთრებულ გაუგებრობას რუსეთის აღნიშნულ და მსგავს პროვოკაციულ  ქმედებებზე იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის  თითქმის ნულოვანი რეაქცია .

 

თამაზ ხუბუა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე


17. 08. 2010 წ      

ბეჭდვა
თავმჯდომარე
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ფოტოგალერეა
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions