რუდიკ ცატავამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირებზე მრავალწლიანი ნერგებისა და მოტობლოკების გადაცემაში მიიღო მონაწილეობა

24 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში“ გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე უსასყიდლოდ მრავალწლიანი ნერგებისა და მოტობლოკების გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ოკუპირებული გალის რაიონის 150 ლეგიტიმურად მაცხოვრებელს გადაეცა 1270 ცალი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი მცენარეების ნერგები და 11 ცალი მიწის დასამუშავებელი მოტობლოკი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია.

გარდა ამისა, 25-26 ნოემბერს რუდიკ ცატავამ სამუშაო შეხვედრები გამართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რომლებიც ქ.ზუგდიდში და ქ.ჯვარში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული. შეხვედრებზე დევნილთა სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.
































































































 



















 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions