2020 წლის 25 იანვარს რადიო „საქართველოს ხმის“ ეთერში FM 107,9 გავიდა მეორე გადაცემა სახელწოდებით „აფხაზეთის დრო“. გადაცემას სტუმრობდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისა და აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.