კონფერენციის თემატიკაზე ორი სექცია იმუშავებს; I სექცია დაეთმობა გენოციდისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულების თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებს, II სექცია კი განიხილავს საერთაშორისო დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სამართლებრივ, სოციალურ-პოლიტიკურ, ისტორიულ და სხვა ასპექტებს.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე მაღალი სამეცნიერო კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტები-მეცნიერები გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან(ნიდერლანდები), არგენტინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, კორეადან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან.
კონფერენცია ჩატარდება თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე - სასტუმრო „ჰუალინგში“.
კონფერენციის პროგრამის დაწვრილებით გასაცნობად დაინტერესებულთ შეუძლიათ იხილონ ლინკი.