სოხუმის უნივერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, ბატონ ზურაბ ანჩაბაძის ოჯახის წევრები.
ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა სოხუმის უნივერსიტეტის მოქმედი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივას - გახსნილიყო მემორიალური დაფა სოხუმის უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძის, როგორც მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ღირსებისა და დამსახურების წარმოსაჩენად, სტუდენტი-ახალგაზრდობის წინაშე მისი ხსოვნის პატივსაცემად.