7 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.