ფერიდე აცანბას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო


30 ნოემბერს, ქ. ბათუმში ცნობილი აფხაზი მწერლის ფერიდე აცანბას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენენს ფერიდე აცანბას ცხოვრება და მოღვაწეობა, ისაუბრეს მის წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნის გამთლიანების საქმეში.

 

საღამოს უძღვებოდა ქართულ-აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქართულ-აფხაზური საგა“-ს ხელმძღვანელი ნათელა დუმბაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, ქ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, ფერიდე აცანბას მეგობრები და ოჯახის წევრები, აფხაზეთიდან ჩამოსული ნათესავები, აჭარის საზოგადოებრიობა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რუსლან აბაშიძე, ვახტანგ ყოლბაია, პოეტები ბელა ქებურია და ვახტანგ ხალვაში, ზურაბ ლომთათიძე, ლაშა კომახიძე და სხვები.

საღამოს დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ მაყვალა ბერიანიძის წიგნი - „აჭარის ისტორია ბავშვებისთვის“.

იმავე დღეს, ქ. ბათუმში ფერიდე აცანბას სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

ღონისძიება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური საგა“-ს, ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის განყოფილების, აჭარის მწერალთა კავშირისა და ქ. ბათუმის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.







































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions