დევნილებს, სასურსათო პაკეტები და პირველადი დახმარების ნივთები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და სამეგრელოს–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბატონებმა ჯემალ გამახარიამ, ვახტანგ ყოლბაიამ და მალხაზ თორიამ პირადად გადასცეს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ჰუმანიტარული დამხარება ზუგდიდში, სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ 60 დევნილ ოჯახს გადაეცა.
მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის. რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ასეთი დახმარება აქამდეც განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება; მასში ჩართულნი არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები, რომელთა ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება მსგავსი აქციები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
იხილეთ ბმული:
ტვ. ოდიში: https://youtu.be/e-oqpG36MXU
ტვ. იმედი: https://youtu.be/KjcArASBLUM
საზოგადოებრივი მაიწყებელი: https://youtu.be/Qt3nS9sDfJ0