5 ოქტომბერი - აფხაზეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა პატივმიგების დღეა

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992-1993 და შემდგომ წლებში მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი შემზარავი დანაშაული სამარადჟამოდ შემორჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მას თავისი მასშტაბებით, სისასტიკით, ადამიანთა წამების, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მეთოდების მრავალფეროვნებით ანალოგი არ მოეპოვება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში.


საზარელი ტრაგედიის ავტორები იყვნენ რუსი ოკუპანტები და მათი მარიონეტები - სეპარატისტები და დაქირავებული მკვლელები, რომლებიც ეთნიკური ნიშნით ხოცავდნენ სრულიად დაუცველ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულ და უნარშეზღუდულ ადამიანებს; არ ინდობდნენ პედაგოგებს, ექიმებს, კულტურისა და ხელოვნების მუშაკებს.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 24 ივნისის დადგენილებით 5 ოქტომბერი აფხაზეთში განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, გენოციდის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დაგეგმილი ჰქონდა მრავალრიცხოვანი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე - მთელ რიგ ქვეყნებში ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე. ამ ღონისძიებებში ჩართული იქნებოდა ქართული დიასპორა. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ეს გეგმა ჩაშალა.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გენოციდის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე ღონისძიების ჩატარება მოხერხდა. უმაღლესი საბჭოს თხოვნით და საპატრიარქოს თანხმობით ყველა ეპარქიაში გაიმართა აფხაზეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.




























































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions