აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების მოსმენის წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, დღეს უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომაზე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე წარსდგა.
სხდომა დისტანციურად ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოხსენება დეპუტატებს და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს გასაცნობად სამი დღის წინ წარედგინათ. არსებული შენიშვნები შესაბამის კომიტეტებში წინასწარ იქნა განხილული, რამაც სხდომის მუშაობას ხაზგასმულად საქმიანი ატმოსფერო შესძინა და უკლებლივ ყველა დეპუტატის აქტიური მონაწილეობით წარიმართა.
საბოლოოდ დადებითად შეფასდა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებული ცალკეული სტრუქტურების და პირადად მინისტრის საქმიანობა.
(მინისტრის მოხსენება თან ერთვის)
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილული იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის, კონსტანტინე კუჭუხიძის ანგარიში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.