ჯემალ გამახარია: 14 იანვარი განსაკუთრებული თარიღია

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა; დღევანდელი დღე, ტრადიციულად, კალანდობად მოიხსენიება საქართველოში.  ამ დღეს ჩვენი წინაპრები სურვილებს ჩაუთქვამდნენ ხოლმე. ვისურვოთ, რომ მშვიდობის, ნდობისა და შერიგების,  სამართლიანი, ჰუმანური და სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრესმა სიმბოლომ, მალე ამაყად იფრიალოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე;  დღევანდელმა დღემ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დაუბედოს ჯანმრთელობა, ბედნიერი მომავალი,  განურჩევლად მრწამსისა და ეროვნული კუთვნილებისა.

 

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს და კალანდობას!

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions