კორონა ვირუსმა კიდევ ერთი სიცოცხლე შეიწირა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენელი, სრულიად საქართველოზე, აფხაზეთსა და მშობლიურ სამურზაყანოზე უსაზღვროდ შეყვარებული, ენერგიული, სამართლიანი და უაღრესად განათლებული პიროვნება, რაჟდენ ქარდავა.  


იგი ყოველთვის აქტიურად იღვწოდა აფხაზეთში ქართველთა დაბრუნებისთვის, გახლეჩილი ქართული და აფხაზური მხარეების შერიგებისათვის, მათ შორის ნდობის აღდგენისათვის. რაჟდენ ქარდავა მუდმივად ახერხებდა შეჭირვებული თანამოძმეების გვერდით დგომას, დახმარებას, სასიკეთო საქმეების ინიცირებას, მათი ჭირისა თუ ლხინის გაზიარებას.

უხილავმა და ვერაგმა კორონა ვირუსმა  იმსხვერპლა ადამიანი, რომელიც ღირსეულად უმკლავდებოდა ცხოვრებისაგან შემოთავაზებულ ყველა სხვა სირთულეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions