აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის საქმე, რისთვისაც ეს ადამიანები დაიღუპნენ. რუსეთმა მაშინ კი მიაღწია სამხედრო წარმატებას, მაგრამ პოლიტიკურად ის სასტიკად დამარცხდა. ექსპერიმენტმა, რომელსაც ჰქვია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ არ გაამართლა და უკვე დღეს რუსეთის საზოგადოების ნაწილშიც კი დგას საკითხი იმ „აღიარების“ უკან გამოწვევის შესახებ.  ეს ადამიანები ტყუილად კი არ დაღუპულან, ისინი დაიღუპნენ საქართველოსათვის. საბოლოო ჯამში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს; აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდება საქართველოს. სწორედ ამ განწყობით მოვდივართ აქ, ამ ჩვენს გმირებთან, რომლებმაც 2008 წელს სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს!“- განაცხადა გმირების მემორიალთან ჯემალ გამახარიამ.

მუხათგვერდის გმირთა მემორიალი - 08.08.2021წ.
https://youtu.be/Pik57vltSiY






ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions