ჯემალ გამახარია თანამემამულეებს დიდგორობას ულოცავს

1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე ქართველებმა, დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს საქართველოში შემოჭრილ სელჩუკთა ურიცხვ ლაშქარზე. ამ დღეს საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, რადგანაც იგი ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

 

ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო! აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს! დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება, რომელიც 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დიდგორის გამარჯვება იყო „ძლევაი საკვირველი,“ რომელმაც დასაბამი დაუდო ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში. უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის გარდა, ეს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს იდეის გამარჯვების სიმბოლოა საქართველოსთვის.

ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, დიდგორის „ძლევაი საკვირველმა“, ქვეყნის გაერთიანების, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგებისა და ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად მიზანმიმართული მებრძოლი სული უნდა განუმტკიცოს!

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions