აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

18 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

დისკუსიაში - „აფხაზეთში/საქართველო კონფლიქტის დარეგულირების პროცესი - რეალობა, გამოწვევები“, 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციი საკითხებში მინისტრის აპარატისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის სააგენტოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის როლზე, სამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინირებულ მუშაობასა და სამომავლოდ ჩასატარებელ ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს მუშაობის სპეციფიკაზე, კონკრეტულ პრობლემებზე და განხორციელებულ პროგრამებზე. ყურადღება გახმავილდა აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიმდინარე პროცესებში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის ფორმებზე.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ჩატარებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გაამახვილა მოქალაქეობის მონიჭების შესახებ საკითხზე და უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ჯემალ გამახარიამ ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის მოგვარებაზე მუშაობა შეუძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე. შეეხო გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის მხვრივ არსებულ რთულ ვითარებას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულ დევნილებთან მუდმივი კონტაქტების დამყარებას, დევნილთათვის აფხაზეთში არსებული მათი ქონების რეგისტრაციისა და სხვა პრობლემურ საკითხებს.

 

გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომლის დროს გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები. ამასთან, გამოითქვა სრული მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივ მუშაობაზე.

 

დისკუსიის დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის.

 

შეხვედრა ნაწილოვრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.




დისკუსიაში მონაწილეების სია:

ალუ გამახარია - ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ - თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

ნენე კალანდია - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა კავშირის - პრეზიდენტი

მანანა ზაქარაია - ა/ო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთი“ - ვიცე პრეზიდენტი

ჯონი შამათავა - ა/ო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა - აფხაზეთი“ - პრეზიდენტი

სოფიკო ბიჭია- საქართველოს სტუდენტური პარლამენტი

სოფო გოგლიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტი

ნაპოლეონ მილორავა - საქველმოქმედო - ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ პრეზიდენტი

ქეთი ცხოვრებაშვილი - ა/ო „კავკასიის განვითარება“ - პრეზიდენტი

გიორგი კობახიძე - ა/ო „აფხაზეთის მოამბე“ - თავმჯდომარე

ალექსანდრე თურქია - არასამთავრობო-კომერციული იურიდიული პირი „კონფლიქტის ზონებიდან მოქალაქეთა საკუთრების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კავშირის „ფენიქსი - სოხუმი“ - თავმჯდომარე

ქეთევან კვარაცხელია  - საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის - თავმჯდომარის მოადგილე

თეონა პირანიშვილი- ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ნანა ჭანტურია - არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობა თანადგომისთვის /დევნილთა კავშირი

ელიკო ბენდელიანი - მშვიდობის და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი; ჰაინრიხ ბიოლის ფონდი

ზურა ბენდიაშვილი - კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის (ასევე სამოქალაქო ფორუმი)

ლევან ლორთქიფანიძე - კავკასიური სახლი - გამგეობის თავმჯდომარე

ნინო კალანდარიშვილი - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლების ინსტიტუტი - გამგეობის თავმჯდომარე

ნინო ჯობავა; ცირა კაკუბავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენი“ (ზუგდიდი)

პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS) - ხელმძღვანელი

არჩილ ელბაქიძე - ფონდი „ აფხაზ ინტერკონტი“

მერაბ გამსახურდია

იგორ გვაგვალია

მარიამ კუჭავა -
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე

გია კოკაია  - აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

მაკა ონიანი - აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე

მარინა ონიანი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის სააგენტო

ელისო გვასალია  - აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე

ავთანდილ ხაზალია - აფხაზეთის მინისტრის აპარატი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციი საკითხებში





























































































































































 


































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions