მისი შეფასებით, საპროტესტო გამოსვლები, რაც აფხაზეთში დაიწყო, ე.წ. მცოცავ ანექსიას აფერხებს.
„ერთადერთი „მოგება,“ რაც შეიძლება იყოს იმ პროცესებიდან, რაც აფხაზეთში დაიწყო, არის ის, რომ ის აფერხებს მცოცავი ანექსიის გაგრძელებას. რაც შეეხება სხვა შედეგს, დეოკუპაცია მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რუსეთი უკრაინაში დამარცხდება. დიდი ალბათობით, რუსეთი იძულებული გახდება აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, დნესტნისპირეთიდან გაიყვანოს თავისი ჯარები. უკრაინაზე არაფერს ვამბობ, საიდანაც რუსეთის ჯარებს გამოყრიან.
აფხაზეთი დღეს ისედაც რუსეთის განკარგულებაშია, თუმცა, ის რუსეთის საკუთრება არ არის. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მომგებიანია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იბრძვის, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის საკუთრებაში არ გადავიდეს. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელსაც არავინ და არაფერი გვიცავს – არც ნატო და არც არავინ. ჩვენ არ გვყავს ისეთი მოკავშირე, რომელიც დაგვიცავს. ამიტომ, ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება იმისათვის, რომ გადავრჩეთ. სწორედ აქეთაა მიმართული საქართველოს მთავრობის პოლიტიკა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზეთი დაბრუნდება, ცხინვალის რეგიონი დაბრუნდება მაშან, როცა რუსეთი ამ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დამარცხდება და დაადგება ცივილური განვითარების გზას“- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.