ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაესწრო

28 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაესწრო.

 

ღონისძიებას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მოეწყო, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს.

ღონისძიების მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის გამოცდილების გაზიარება. 









































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions