პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - „ვ.გ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტ „სოხუმის“ საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე“ რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე.
კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წარსდგა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს თამაზ ხუბუამ, რუდიკ ცატავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, მურმან კვარაცხელიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადა მარშანიამ, ანზორ წოწონავამ.
წინადადებების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.