აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აკაკი ჩხენკელის შთამომავლებს უმასპინძლეს

26 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთში, ოქუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის აკაკი ჩხენკელის დის ალექსანდრა ჩხენკელის შვილიშვილი ცისმარი სვირავა და ძმის გრიშა ჩხენკელის შვილთაშვილი გიორგი ქანთარია ეწვივნენ.

 

სტუმრებს მიესალმა შეხვედრის ინიციატორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია. ის გულთბილად მიესალმა სტუმრებს, ისაუბრა მათი დიდი წინაპრის აკაკი ჩხენკელის ღვაწლზე სამშობლოს წინაშე და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ადამიანების ღვაწლისა და დამსახურების ცოდნას მომავალი თაობებისთვის. მან აღნიშნა, აკაკი ჩხენკელი, რომელიც 1874 წლის 19 მაისს არის დაბადებული სოფელ ოქუმში სამურზაყანოს ბლაღოჩინი მღვდლის იოანე ჩხენკელის ოჯახში, 1918 წელს გახლდათ ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის პრეზიდენტი. სწორედ მისი ინიციატივითა და კატეგორიული მოთხოვნით დაადგა საქართველოს ეროვნული საბჭო სიცოცხლისუუნარო ფედერაციის დაშლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების გზას, რომელიც 26 მაისს წარმატებით დაგვირგვინდა. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი ატარებს აკაკი ჩხენკელის სახელს.

აკაკი ჩხენკელის შთამომავლებმა მოიტანეს ფოტოები, რომელზეც გამოსახული არიან აკაკის მცირეწლოვანი შვილიშვილები თამარი და გივი ჩხენკელები. ისინი ამჟამად პარიზში ცხოვრობენ. მეორე ფოტოზე გამოსახულია აკაკი ჩხენკელის მამიდა ფუცუ მეუღლესთან (ჭანტურია) ერთად. მათ ასევე მოიტანეს აკაკი ჩხენკელის პირადი ფინჯანი, რომელიც რელიქვიას წარმოადგენს და ინახება მისი დის ალექსანდრას ოჯახში. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს თავისი დიდი წინაპრის შესახებ და  დიდი მადლიერება გამოხატეს მისი დაფასებისათვის.






















































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions