დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზეთში დაღუპული პირველი ეროვნული გმირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჯიული შარტავას დაღუპვიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჟ.შარტავას სახელობის კვლევით-სამეცნიერო ცენტრს მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ გადაეცა ჟ. შარტავას სკულპტურა, ჟ. შარტავას ოჯახმა ცენტს გადასცა ცნობილი ჟ. შარტავას პორტრეტის ასლი. კვლევით-სამეცნიერო ცენტს აგრეთვე გადაეცა ჟ. შარტავას სახელობის მწვერვალის ნახატი და ამ მწვერვალზე დამონტაჟებული ჟ. შარტავას სახელის აღმნიშვნელი თილმისის ასლი.
გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობდნენ თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ჟ. შარტავას მეგობრები, ჟ. შარტავას სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ ყოლბაია, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე პროფესორი ზურაბ ჯიბლაძე.