სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ მჟავია, განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გებელია, უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, უმაღლესი საბჭოს პრესსპიკერი მარიამ ინალიშვილი, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხდომაზე კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ მშვიდობის და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე აბრამაშვილმა წარადგინა კვლევის პრეზენტაცია თემაზე: „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“: სიტუაციის ანალიზი და საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია პარლამენტის წევრებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.
„ყველა იმ მიმართულებით, რაზეც ისაუბრა ბატონმა ი.აბრამაშვილმა მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ წარმოდგენილი კვლევა უფრო მეტად შეუწყობს ხელს მუშაობის პროცესს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება მუდმივი არ არის, ის ხშირად იცვლება. შესაბამისად უნდა იცვლებოდეს ქართული სამშიდობო პოლიტიკა., იგი უნდა რეაგირებდეს იმ პროცესებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპანტი სახელმწიფოს უხეში ანექსიონისტური პოლიტიკა გვეხმარება, რომ ჩვენი სამშვიდობო გზავნილები უფრო იოლად მივიდეს ადრესატამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ახალგაზრდებზე.
უმაღლესი საბჭო ყურადღებით აკვირდება როგორ ურთიერთობენ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები. სამწუხაროდ, არც ერთი მხარე არაა მომზადებული სერიოზული დიალოგისთვის. ამისთვის დიდი მნიშნელობა აქვს სამშვიდობო განათლებას.“ - ჯემალ გამახარია