უმაღლესი საბჭო გილოცავთ დედაენის დღეს!

 

1978 წლის 14 აპრილი  უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი ერი არასოდეს დათმობს  საკუთარ თვითმყოფადობას, იდენტობას, მრავალსაუკუნოვან ენას და დამწერლობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს სახელით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ენგურს გაღმა და გამოღმა,  გილოცავთ ქართველი ხალხისა და  ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს დღეს - დედაენის დღეს. ამაოდ ცდილობენ ოკუპანტები მოსპონ და გაანადგურონ ქართული ენა - ენა, რომელზეც მათ მიერ დროებით დაპყრობილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძველესი კულტურის ძეგლები მეტყველებენ.

ქართველი ხალხის მიერ 1978 წლის 14 აპრილს მოპოვებულ გამარჯვებას ქართველი ხალხი არასოდეს შეელევა.  გონივრული და  მშვიდობიანი პოლიტიკით, ერთობითა და სიყვარულით, ჩვენ უნდა შევძლოთ, უკვდავსაყოფად, 1990 წელს დაწესებული დედაენის დღე, მალე ორივე რეგიონში აღდგეს!

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions