იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

 

17 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უმაღლესი საბჭოს წევრების ეთერ ასტემიროვას, რაისა უბილავას, თემურ კალანდიას გაწევრებისა და მურმან კვარაცხელიას საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტიდან და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ სისწორის შემოწმება.

ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან შენიშვნები და წინადადებები არ შემოსულა.

საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულა ცნობას.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომტეტების თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნები. აღნიშნულმა პროცესმა გამოიწვია გარკვეული ცვლილებები, როგორც ამ ორი კომიტეტის, ისე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემადგენლობებში. მან დეტალურად ისაუბრა ამ ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უმაღლესი საბჭოს წევრების ეთერ ასტემიროვას, რაისა უბილავას, თემურ კალანდიას გაწევრებისა და მურმან კვარაცხელიას საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტიდან და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ სისწორე.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უმაღლესი საბჭოს წევრების ეთერ ასტემიროვას, რაისა უბილავას, თემურ კალანდიას გაწევრებისა და მურმან კვარაცხელიას საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტიდან და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ სისწორეს.

























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions