იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

9 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი“.

ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში სრულყოფილად არაა გაშლილი გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა და მომავლისთვის აუცილებელია განმარტებით ბარათში სრულყოფილად იყოს ასახული ხარჯების მიზნობრიობა. განმარტებით ბარათთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნას დაეთახმნენ სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრები: მურმან კვარაცხელია, ანზორ წოწონავა, თემურ მჟავია.

კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონის  პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები ანზორ წოწონავა, ნაპოლეონ მესხია, მურმან კვარაცხელია, ბორის კაკუბავა, თემურ მჟავია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions