თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ორგანიზაცია “თაობა 21 საქართველოს” ორგანიზებით პროექტის - “აფხაზეთი მე ვარ” - ფარგლებში აფხაზეთის ომში მოღვაწე ექიმებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმის მიზანია ახალგაზრდა თაობამ მოისმინოს ამ ადამიანების ისტორიები, რაც შემდგომ მომავალი ექიმებისთვის მოტივაცია და მაგალითი გახდება. ფილმი საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ აფხაზი ხალხისთვისაც, რადგან სიუჟეტი და ისტორიები ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომ ქართველი ექიმები იბრძოდნენ ომში, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების სიცოცხლის გადასარჩენად.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ხაზი გაუსვა ფილმისა და პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს გაწეული შრომისათვის.
საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, საქართველოს სამხედრო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტმა რევაზ ჯიჯეიშვილმა, ექიმმა ირაკლი პაპასქუამ, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო ურთიერთობების,
განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის
მოადგილე იგორ კოპალიანი, უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარის თანაშემწე დინარა დარსალია, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და დევნილი
საზოგადოების წევრები.