აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ჩვენი ქვეყნის გულანთებული პატრიოტი და ჭეშმარიტი მამულიშვილი, ქ. სოხუმის მკვიდრი, შესანიშნავი ადამიანი - გია დუმბაძე.

გია დუმბაძე დაიბადა 1959წ. ქ.სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-5 საშუალო სკოლა. 1975-80წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის განხრით, ხელმძღვანელობდა კათედრას.

დევნილობის პერიოდში წავიდა ემიგრაციაში, კერძოდ კანადაში, სადაც მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიაში ინვესტიციების მთავარ კონსულტანტად. რამდენჯერმე გახდა მონრეალის წლის საუკეთესო ინვესტ კონსულტანტის ჯილდოს მფლობელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ნათელში იყოს გია დუმბაძის სული.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით:

ჯემალ გამახარია, გია გვაზავა, ზურაბ ჯგუბურია, თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია.

 

 

სხვა სიახლეები